ნავთობპროდუქტების იმპორტი $301 მლნ-მდე გაიზარდა – საიდან ვყიდულობთ საწვავს?

ნავთობპროდუქტების იმპორტი $301 მლნ-მდე გაიზარდა – საიდან ვყიდულობთ საწვავს?

პირველ კვარტალში საქართველოში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი 301.5 მლნ დოლარამდე (4%-ით) გაიზარდა. საქართველოსთვის ნავთობის და ნავთობპროდუქტების მთავარი საიმპორტო ბაზარი კვლავ რუსეთია, წელს სამ თვეში აქედან 156 მლნ დოლარის ღირებულების პროდუქტი ვიყიდეთ. მეორე და მესამე ადგილს 53 მლნ დოლარით რუმინეთი და ბულგარეთი იკავებენ.

შარშანდელთან შედარებით რუსეთიდან იმპორტი 14%-ით არის გაზრდილი, რუმინეთიდან 29%-ით, ხოლო ბულგარეთიდან ზრდა 78%-ს შეადგენს.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვახტანგ იობაშვილი BMG-სთან განმარტავს, რომ ბულგარეთიდან რეალურად რუსული საწვავი შემოდის, რადგან “ლუკოილს” იქ ქარხნები აქვს, თუმცა ქართველ იმპორტიორებს ბულგარეთიდან საწვავის ყიდვა უფრო ძვირი უჯდებათ.

“იმპორტიორებს ბულგარეთიდან წამოღებული პროდუქტი ზღვით შემოაქვთ, რუსეთიდან საწვავი კი ხმელეთით შემოდის. რა თქმა უნდა, ხმელეთით (რკინიგზით შემოტანილი) შემოტანილი უფრო იაფია, რადგან მატარებლით რომ შემოვა აქედან მიმღები ამ შემთხვევაში კომპანიები ვაგონებს საკუთარ ტერმინალებში ჩააყენებენ. მოგეხსენებათ, რომ ყველა კომპანიას ტერმინალები გაშლილი აქვს მთელ ქვეყანაში. ეს უფრო ნაკლები ჯდება ზღვით შემოტანილ ნავთობთან შედარებით. ზღვით შემოტანა ისედაც ძვირია, ამას შემდეგ ემატება ტერმინალებში გადატვირთვა, რაც დამატებით ხარჯებს იწვევს”, – ამბობს იობაშვილი.

წინა კვირებში კლების შემდეგ, საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობზე ფასი იზრდება. ერთ კვირაში ბარელი ნავთობის ფასი საშუალოდ 3.5%-ითაა გაზრდილი და ამჟამად Brent-ის ფასი 67 დოლარს აღწევს, WTI-ს ფასი კი 64 დოლარის ფარგლებშია. რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბარელი Urals-ის ფასი 60 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

ანალიტიკოსების შეფასებით, ნავთობის გაძვირებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის, მთავარი აშშ-ის მთავრობის მხრიდან სავაჭრო ომის წამოწყებაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ რისკებს ზრდის. ამას ისიც ემატება, რომ პრეზიდენტი ტრამპი თითქმის ყოველ კვირა ახალ ისეთ გადაწყვეტილებას იღებს, რომელიც ეკონომიკურ და გეოპოლიტიკური რისკებს ზრდის.

მსგავსი სიახლეები

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი ოფიციალურად გაიხსნა

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი ოფიციალურად გაიხსნა

ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი დღეიდან ოფიციალურად გაიხსნა. გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ…
2026 წლის აპრილში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, 3 641 ბინა გაიყიდა – Galt & Taggart

2026 წლის აპრილში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, 3 641 ბინა…

Galt & Taggart-მა თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების, მიმდინარე წლის, აპრილის მიმოხილვა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, 2026 წლის აპრილში პირველად ბაზარზე მოთხოვნა აღდგა…
სიონის ტაძრის რეაბილიტაცია დაიწყო

სიონის ტაძრის რეაბილიტაცია დაიწყო

თბილისის მერიამ სიონში რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო. ამ ეტაპზე ტაძრის ირგვლივ სამშენებლო ხარაჩოების მოწყობა მიმდინარეობს. თბილისის მერიის ცნობით, არსებული მდგომარეობით დაზიანებულია ტაძრის…